Thursday 13 March 2014

პროფესიული განვითარება

  







                                                              


                       ტრენინგის ანგარიში

ღონისძიების დასახელება  : _ ტრენინგი: სწავლა- საწავლების ძირითადი                                                                               პრინციპები  განათლების დაწყებით  საფეხურზე
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული                                                           ცენტრი
                                                      (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო)
ჩატარების ადგილი :   ზესტაფონის  #2 საჯარო სკოლა

ხანგრძლივობა : 5.03. 2014_7.03. 2014წ.(11სთ)

                                                             მიზანი და ამოცანები
                     უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებები
                    გაკვეთილის გეგმა
                    სწავლების მეთოდები
                    მოსწავლის შეფასების სისტემა
                    კითხვის სწავლების სტრატეგიები
                    წერის სწავლება
                    როგორ დავწეროთ ესე

                                        ღონისძიების რეზიუმე
ტრენინგი გათვლილი იყო სამ დღეზე (11სთ)
1 დღე _ ტრენინგის პირველ დღეს ტრენერმა  ნანა კაცაძემ ისაუბრა უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებებზე, განიხილა ბავშვის განვითარების ყველა სფერო, უმცროსი სასკოლო ასაკის პოზიტიური ცვლილებები და ნეგატიური გამოვლინებები.
გაკვეთილის გეგმა: ისაუბრა რა ძირითადი კომპონენტებისაგან  უნდა შედგებოდეს გაკვეთილის გეგმა, რა უნდა გავითვალისწინოდ გაკვეთილის მიზანის დასახვისას,
 საიდან უნდა გამომდინარეობდეს სასწავლო მიზნები და როგორ უნდა იყოს მიზანი , აქტივობები  , მეთოდები და  შედეგები ფორმულირებული. შეფასება და თვითშეფასება.
 მოსწავლის შეფასების მიზანი, პრინციპები და მიდგომები. განმსაზღვრელი და  განმავითარებელი შეფასებების აღწერილობა. განხილული იქნა თითოეული  საგნის შეფასების ზოგადი რუბლიკა.
შესრულებული იქნა თემის შესაბამისი სავარჯიშოები.

მე-2 დღე_ მეორე დღეს ტრენერმა ისაუბრა  დაწყებითი საფეხურის პედაგოგთათვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე   როგორიცაა წერა- კითხვის სწავლება. როგორ უნდა ვასწავლოთ კითხვა ისე, რომ ბავშვების უმრავლესობა გაწაფული მკითხველი გახდეს.
განხილული იქნა აღმავალი, დარღმავალი და დაბალანსებული მოდელები თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით, აგრეთვე წერა- კითხვის სწავლების რამდენიმე ეფექტური სტრატეგია და მეთოდი.

მე-3 დღე _ როგორ უნდა დავწეროთ ესე, რა ძირითადი პრინციპები უნდა გავითვალისწინოთ სრულყოფილი, არგუმენტირებული ესეს დაწერისას.
როგორ უნდა შევაფასოთ ესე ანუ რა არის ესეს თეზისი.
შესრულებული იქნა შესაბამისი სავარჯიშოები და ტრენინგის ბოლოს შევასრულეთ
შემაჯამებელი ტესტი.

ღონისძიების მნიშვნელობა:  ტრენინგი იყო ჩემთვის საინტერესო და სასარგებლო პროფესიული ზრდისთვის. მიღებული ცოდნა  ხელს შემიწყობს უკეთ წავმართო  და დავხვეწო სასწავლო პროცესი.







No comments:

Post a Comment