Tuesday 11 March 2014

პინგვინები

გაკვეთილის თემა
 პინგვინები  (კლასგარეშე ლიტ.( იხ დანართი))
სასწავლო საფეხური და კლასი
 დაწყებითი  საფეხური;  მე-3 კლასი
ჩატარების დრო
 10.03. 2014.
მასწავლებლის სახელი და გვარი
ელისო გურგენიძე
მოსწავლეთა რაოდენობა
11
განსაკუთრებული მიდგომეს საჭიროებების
მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი



არ არის


გაკვეთილის სასწავლო მიზნები


უცხო ტექსტის წაკიტხვა და ანალიზი
ტექსტიდან უცხო და მნიშვნელოვანი სიტყვების ამოკრება
ახალი ლექსიკური ერთეულებით წინადადებების შედგენა









მისაღწევი შედეგ ინდიკატორები(ესგ)

ქართ. III. 2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატუ-რული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.

ქართ. III. 4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.


ქართ. III. 6. მოსწავლეს შეუძ-ლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის, იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...)  დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.

ქართ. III. 6. მოსწავლეს შეუძ-ლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის, იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...)  დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.



გაკვეთილის ხანგძლივობა

 45წუთი


სასწავლო რესურსები

ტექსტი მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისად
წებოვანი ფერადი ფურცლები
სამუშაო ფერადი ფურცლები ჯგუფებისათვის
პინგვინის ფოტოები
დაფა, ცარცი, დიდი ფორმატი

კლასის ორგანიზების ფორმა
მთელ კლასთან
ჯგუფური
სასწავლო მეთოდი
„მნიშვნელოვანი სიტყვები’’




თანმიმდევრობა (აქტივობა, დრო)

   გაკვეთილის მსვლელობა


                   1ფაზა(წაკითხვამდე)-3 წთ
განწყობის შესაქმნელად ვაჩვენებ პინგვინის ფოტოებს.
რას ხედავთ ფოტოზე?
სად გყავთ ნახული?
გაქვთ რამე ინფორმაცია მასზე?

მცირე დისკუსიის შემდეგ, როცა კლასში შეიქმნება სათანადო განწყობა მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის მიზანს, რომ ახალ ტექსტზე მუშაობა მოუწევთ მეთოდის გამოყენებით , რომელსაც ‘’მნიშვნელოვანი სიტყვები“ჰქვია. ვაძლევ მითითებებს მეთოდთან დაკავშირებით: დაურიგდებათ ტექსტი 5 წებოვან ბარათთან ერთად. ტექსტის ყურადღებით წაკითხვის შემდეგ ბარათზე ამოწერონ მათი აზრით ტექსტის შინაარსის გასაანალიზებლად მნიშვნელოვანი 5 სიტყვა(თითო ბარათზე თითო სიტყვა)

                              მე-2 ფაზა(კითხვის დრო)- 15წთ

ტექსტს ვკითხულობ ხმამაღლა, ნელი ტემპით, სათანადო ინტონაციის დაცვით. შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ ჩუმად
ბარათებზე წერენ მათი აზრით ტექსტის გასააზრებლად საჭირო
მნიშვნელოვან სიტყვებს და ათავსებენ წინასწარ გაკრულ „სიტყვების დაფაზე“.
                                  
                                     მე-3 ფაზა(კითხვის შემდეგ)

სიტყვების კედელზე მოთავსების შემდეგ ვითვლით თითოეული სიტყვა რამდენჯერ მეორდება.გამოვავლენთ ყველაზე რეიტინგულ სიტყვებს.
-რომელი სიტყვა შეირჩა ყველაზე ხშირად?
-ანტარქტიდა.
-როგორ ფიქრობ რომ არ ყოფილიყო სიტყვა „ანტარქტიდა“ მოაკლდებოდა თუ არა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტექსტს?
-ვერ გავიგებდით სად ცხოვრობენ პინგვინები
ასე განვიხილავთ სიტყვის დაფიდან რეიტინგულ სიტყვებს.

მოსწავლეები ემზადებიან ჯგუფური მუშაობისათვის და კენჭისყრის გზით ურიგდებათ წინასწარ დამზადებული ფერადი ბარათები  კონკრეტული დავალებით.

დავალებები ჯგუფებისათვის:
                                               
                                       I

შექმენით ამ სიტყვის ასოციციური რუკა: პ ი ნ გ ვ ი ნ ი
                      
                   
                                         II
მიუბრუნდით ტექსტს და ამოწერეთ  წინადადება ან წინადადებები სადაც ეს სიტყვებია გამოყენებული:
ანტარქტიდა,  ვერტიკალურად,  აისბერგი,  მოლუსკები.

                                            III

ამოკრიბე ტეგსტიდან ონფორმაცია პინგვინების გამრავლების შესახებ.

დავალების დასრულების სემდეგ ჯგუფის მიერ დასახელებული წევრი ახდენს ნამუშევრის პრეზენტაციას
5წთ

ხდება გაკვეთილის შეჯამება: რომ გაკვეთილის მიზანიიყო უცხო ტექსტის წაკითხვა და ანალიზი მნისვნელპვანი სიტყვების გამოყენებით_  3წთ

 მოსწავლეებს ურიგდებათ თვითსეფასების რუბრიკები და ხდება მასავლებლის მიერ თითოეული ჯგუფისა და მთელი კლასის შეფასება.


შეფასება
განმავითარებელი  (იხ დანართი)




დანართი
პინგვინები
პინგვინები ცივი ზღვის ტალღებს შორის, ყინულოვან ანტარქტიდაში ბინადრობენ გუნდებად..თითოეულ გუნდში ასობით და ათასობით პინგვინია. ისინი იმ ფრინველებს მიეკუთვნებიან, რომლებიც არ დაფრინავენ. სიარულიც უჭირთ პინგვინებს, ძლივს დაბაჯბაჯებენ. ისინი ბუდეებს წყლიდან საკმაოდ შორს იკეთებენ და პერიოდულად ზღვის
ნაპირისკენ გუნდ-გუნდათ გადაინაცვლებენ, არცთუ იშვიათად 200-300 კმ- გადიან დინჯი და აუჩქარებელი ნაბიჯებით.
  მათი 17 სახეობაა გავრცელებული. ადვილად ეგუებიან ნებისმიერ გარემო პირობებს, ბუმბულს კი მანამ არ იცვლიან, სანამ ახალი არ ამოუვათ, ამიტომ პინგვინებს ყინვა არ ადარდებთ, მათ ყოველთვისაცვიათთბილი ბუმბულის საფარი; პინგვინებს კანქვეშ ქონის სქელი ფენა აქვთ, ამიტომ დიდხანს შეუძლიათ ცივ წყალში ცურვა და ხანგრძლივ მოგზაურობებსაც ხშირად აწყობენ . ფრინველთა უმრავლესობისაგან პინგვინი იმით განსხვავდება, რომ სიარულისას სხეული შეუძლია ვერტიკალურ მდგომარეობაში დაიჭიროს, თუმცა პინგვინები ნელა, მოუხეშავად და სასაცილოდ დაბაჯბაჯებენ.
სამაგიეროდ, ძალიან სწრაფად ცურავენ წყალში, ასევე სწრაფად მისრიალებენ ყინულზე მუცელზე გაწოლილნი, შეუძლიათ აცოცდნენ ნებისმიერი დაქანების აისბერგზე და ფრიალო კლდეზე, გადახტნენ წყალში ნებისმიერი სიმაღლიდან, ვერტიკალურად ამოხტნენ წყლიდან 1 -ზე მეტ სიმაღლეზე და ღრმად ჩაყვინთონ წყალში (20 მეტრ სიღრმეზე ჩადიან და იკ 80 წუთამდე ძლებენ).

პინგვინები პატარა თევზებით და მოლუსკებით იკვებებია. ყველაზე ლამაზი და დიდია სამეფო პინგვინები. როგორც ყველა სხვა ფრინველი, ისიც კვერცხიდან ჩეკს თავის 
ნაშიერს. პინგვინი ბუდეში ერთ ან ორ მოზრდილ თეთრ კვერცხს დებს. შემდეგ კრუხობას იწყებს. დედალი და მამალი მორიგეობით ჯდება კვერცხებზე. როცა დედა ზის, მამალი საკვებს შოულობს, შემდეგ კი დედალს ჩაენაცვლება. ზოგჯერ პინგვიები ძიძგილაობენ [''ჩხუბობენ''] და საკმარისია ამ დროს რომელიმე ბუდიდან გადმოხტეს და მის კვერცხს დაეპატრონოს. უკვერცხოდ დარჩენილი პინგვინი დაიწყებს ხეტიალს, ხან ერთ ბუდეს mიადგება, ხან მეორეს, მაგრამ ყველგან ნისკარტით უმასპინძლდებიან. 
პინგვინები თავიანთ ნაშიერს ერთად უყრიან თავს და ''საბავშვო ბაღს'' აწყობენ. პატარებს 
მასწავლებლებს უნიშნავენ. ასე იზრდებიან პინგვინები. პინგვინები ცოცხლობენ 15-20 წელი.
პინგვინი პირველად როდესაც პარტნიორს ირჩევს, სიცოცხლის ბოლომდე იმ ერთთან რჩება.

       
            gakveTilis Sefaseba


ახდენს ინფორმაციული ტექსტის გარჩევა _გაანალიზებას



კრებს მნიშვნელოვან სიტყვებს  ტექსტიდან


 გააზრებულად იყენებს სასწავლო სტრატეგიებს
(კითხვის , წერის , მოსმენის, ზეპირმეტყველების)


თანამშრომლობს კლასთან

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბლიკა

ჩართულობა
თანამშრომლობა ჯგუფის წევრებთან


მისი აზრის მნიშვნელობა ჯგუფისათვის


დროის ლიმიტის დაცვა

ჯგუფის წევრების თვითშეფასების რუბლიკა



კრიტერიუმები



კი

   არა

ნაწილობრივ
აქტიურად ვიყავი ჩართული ჯგუფის მუშაობაში




ვიცავდი ჯგუფში მუშაობის წესებს





ჩემი მუშაობა იყო მნიშვნელოვანი




ჯგუფის მუშაობა იყო მნიშვნელოვანი




დაცული იყო დროის ლიმიტი









No comments:

Post a Comment